We would like to congratulate Mr. Giorgi Pertaia, President of the Georgian Chamber of Commerce, who was elected as a member of the General Council of the World Chambers Federation (WCF).
Representing more than 1,400 chambers from around the world, the World Chambers Federation (WCF) of the International Chamber of Commerce (ICC) has announced election results of its General Council, which scores high on regional and gender diversity.
In collaboration with ICC, the WCF provides all the tools to support Chambers and MSMEs, connecting chambers worldwide to develop and reinforce our chamber community.
Chamber leaders from local, regional, national and transnational chambers were eligible to run for the General Council, each member serving a three-year term with the opportunity to run twice.
In addition to the 20 elected seats, 15 WCF members are appointed by the WCF Chair, in coordination with the ICC Secretary General and the WCF Executive Committee, to ensure a balanced General Council. This secures diversity in the network, ensuring members are varied in terms of gender and geography, including developed and developing economy, chamber size and type of chamber. Five Transnational Chambers representing different regions of the world have also been invited to join the Council.
The final composition of the Council sees representation from all parts of membership worldwide. It includes nine representatives from the Americas, thirteen from the Africa and Middle East region, nine from Asia-Pacific and twelve from Europe.
With thirteen women set to serve on the council, it is also the most gender diverse membership in WCF history.
გვინდა მივულოცოთ საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტს, ბატონ გიორგი პერტაიას, რომელიც აირჩიეს მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) გენერალური საბჭოს წევრად.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) – პალატების მსოფლიო ფედერაციამ (WCF), რომელიც წარმოადგენს 1400-ზე მეტ პალატას მთელს მსოფლიოში, გამოაცხადა თავისი გენერალური საბჭოს არჩევნების შედეგები, რომელიც გამორჩეულად მაღალ ნიშნულზეა რეგიონული და გენდერული მრავალფეროვნების თვალსაზრისით.
ICC-ისთან თანამშრომლობით, WCF უზრუნველყოფს ყველა ინსტრუმენტს ბიზნეს-პალატებისა და მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების მხარდასაჭერად. აკავშირებს პალატებს მთელ მსოფლიოში, რათა განავითაროს და გააძლიეროს პალატის საზოგადოება გლობალურად.
პალატის ლიდერებს ადგილობრივი, რეგიონული, ეროვნული და ტრანსნაციონალური პალატებიდან შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ გენერალურ საბჭოში, რომლებიც აირჩიეს 3-წლიანი ვადითა და ორჯერ კენჭისყრის შესაძლებლობით.
20 არჩეული წევრის გარდა, WCF-ის 15 წევრს ნიშნავს WCF თავმჯდომარე, ICC-ის გენერალურ მდივანთან და WCF-ის აღმასრულებელ კომიტეტთან კოორდინაციით, დაბალანსებული გენერალური საბჭოს უზრუნველსაყოფად. ეს უზრუნველყოფს, როგორც ქსელის, ასევე წევრების მრავალფეროვნებას გენდერული და გეოგრაფიული, განვითარებული და განვითარებადი ეკონომიკის, პალატის ზომისა და პალატის ტიპის თვალსაზრისით. საბჭოში გასაწევრიანებლად ასევე წარმოდგენილი იყო ხუთი ტრანსნაციონალური პალატა, რომლებიც წარმოადგენენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონს.
საბჭოს საბოლოო შემადგენლობა დაკომპლექტებულია წევრებისგან მთელი მსოფლიოდან. მასში შედის 9 წარმომადგენელი ამერიკიდან, 13 აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან, 9 აზია-წყნარი ოკეანედან და 12 წევრი – ევროპიდან.
საბჭოში ასევე 13 ქალი იქნება, რაც ნიშნავს, WCF-ის ისტორიაში გენდერულად ყველაზე მრავალფეროვან საბჭოს.
Leave A Comment