Please see the interview with Elene Dgvepadze – Senior Investment Officer at the Asian Development Bank (ADB).

Please tell us about your success story, what stages have you gone through, what difficulties have you faced and what stage are you at now?

The main reason for my success is my passion for my profession. I always embrace challenges in my business life, I am always ready to learn something new and overcome difficulties. As a mathematician, crunching and analyzing numbers was a natural choice for me. After many years of experience in a commercial bank, I moved to the National Bank of Georgia, where my professional taste was enriched and shaped towards banking risks. In addition, I have always been attracted to the international experience in order to find out what is happening in the financial markets and in the economies of other countries.

After the National Bank, I worked as a banking consultant for a German financial firm and for KPMG as a financial risk advisor. Today, I am a senior investment officer at the Asian Development Bank (ADB) in the Central and West Asia region in private sector financial institutions department. Difficulties arise at all stages of career development, but my biggest success is that I am surrounded by people with shared values, and I work in an organization where there are many possibilities to realize these values.

How do you deal with challenges in your career? Can you think of the biggest challenge that you successfully overcame?

Working with the professional team at the National Bank of Georgia was a big challenge for me. It is one thing to deal with a specific business process of a bank, and quite another – to systematically analyze, measure and mitigate the financial risks of the banking sector. Professional challenges require constant self-improvement, which allows us to see more from a broader perspective. Because of that, I enrolled in a professional MBA at the Vienna University of Economics and Business, and simultaneously worked on the FRM (Financial Risk Management) international certification. Studying, traveling once a month for lectures and exams, working in parallel and being a mother of teenage boys was very stressful. For 3 years there were no weekends and holidays in my life, but I finally achieved what I aimed for.  Education helped me to develop professional confidence and taste and experience – to develop intuition. These two things are natural and reliable basis for career advancement.

What is your main motivation to keep moving forward?

First of all I’m a mother  and my children are my driving forces. Also, there is something else, which I would call professional curiosity or taste, something that does not give you a rest. The more you develop, the more novelties unfold in front of you and engage you. This is a very interesting process. For many years I lived with the guilt of not spending adequate time with my children and working and studying overtime. But the day my sons looked into my eyes and said they were proud of their successful mom, all the guilt I was feeling vanished. It was a turning point in my life.  From now on, without feeling guilty, I can focus on my work with professional pleasure.

When I face any difficulties in my career, I draw my strength from the support I have from my children, I like to think of myself as a role model for them. But, not only for my children, for women who want to break stereotypes and not stop their professional development, regardless of age or any other circumstances.

As we know you are currently working with ADB (Asian Development Bank). Tell us about your current activities there, what position and direction you work in.

ADB, as you know, has two main arms, sovereign and private sector. I work for the private sector arm in Georgia Resident Mission. The banking sector in Georgia is quite developed, the shares of systemic banks are traded on the London Stock Exchange and banking system complies with the advanced Basel III capital adequacy and liquidity framework. Many regional countries are only now going through the challenges that the Georgian banking sector went years ago. Therefore, often, Georgian experience helps me a lot to better understand processes in other regional countries.

ADB is a development bank with a mission to help financial institutions to fill gaps in inclusive finance, encourage women in business, enhance environmental protection and sustainable finance. Often, both arms of ADB work together on various development projects: the sovereign side helps build and strengthen the overall capacity of governmental institutions, while the private sector wing intervenes with providing funding to financial sector players. Participation in this type of project is even more interesting because it is more innovative and requires creative participation.

Tell us a few words about your future plans, is there any initiative or project that you are planning to launch?

As I mentioned, ADB is a place where initiatives and innovations are encouraged to support green transformation, access to finance, and financial inclusion. Technology and digitalization are one of the powerful mechanisms to achieve these goals. Knowing the trends is the key to making the right funding decisions which develops countries’ financial sectors. The plan is to expand my capacity and use it more effectively for various funding projects in the region.

Finally, we will ask you our traditional question, what advice would you give to aspiring professionals and young people who are now taking their first career steps?

Build your career on the constant search for innovations and trust your professional intuition. Find what is “yours”, what you really like, what excites you and this will give you strength in the difficult period of your career advancement. Salary and promotion are not always a parallel process of professional advancement, but you should not let anything affect your inner world. Build your career on internal motivation, respect your colleagues, and appreciate their achievements. Enjoy the process, spend as much time as possible with more experienced colleagues to learn from their experience, and in turn always help others whenever and however you can. Find an environment that is in harmony with your values and dedicate yourself to the service of these values.

გთხოვთ, იხილოთ, ინტერვიუ ელენე დგვეფაძესთან, რომელიც არის აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში უფროსი საინვესტიციო ოფიცერი.

გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ, რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეები ახლდა თან და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა?

ჩემი წარმატების მთავარი მიზეზი ჩემი პროფესიით  გატაცებაა. მიყვარს საქმე, რასაც ვაკეთებ. არათუ  მეშინია და გავურბივარ გამოწვევებს, არამედ ყოველთვის მზად ვარ ვისწავლო ახალი და დავძლიო სირთულეები.

რადგან მათემატიკოსი ვარ თავდაპირველი განათლებით, ფინანსური ანალიტიკოსის კარიერა საბანკო სფეროში ბუნებრივი არჩევანი იყო. კომერციულ ბანკში მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, მოვხვდი ეროვნულ ბანკში, სადაც მნიშვნელოვნად გამდიდრდა ჩემი პროფესიული გემოვნება და ჩამოყალიბდა საბანკო რისკების მიმართულებით. ასევე, ყოველთვის მიზიდავდა საერთაშორისო გამოცდილება, მინდოდა შემესწავლა და მემუშავა სხვა ქვეყნის ფინანსურ ბაზრებზე, ჩამეხედა თუ რა ხდებოდა მათ ეკონომიკაში.

ეროვნული ბანკის შემდეგ, ვმუშაობდი საბანკო მრჩევლის პოზიციაზე გერმანულ ფინანსურ საკონსულტაციო ფირმაში, ასევე KPMG ში, ფინანსური რისკების მრჩევლად. ამჟამად აზიის განვითარების ბანკში (ADB) საბანკო სექტორის დაკრედიტების სფეროში ვმოღვაწეობ ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში უფროსი საინვესტიციო ოფიცრის პოზიციაზე. სირთულეები ყოველთვის არსებობს სხვადასხვა გამოწვევების ფონზე, მაგრამ წარმატებად ვთვლი, როდესაც ვმუშაობ ისეთ ორგანიზაციაში და ისეთი ადამიანების გარემოცვაში, რომელთა ღირებულებებთან თანხვედრაში ვარ და სადაც უამრავი საშუალება არსებობს ამ ღირებულებების რეალიზაციისათვის.

როგორ უმკლავდებით გამოწვევებს კარიერულ გზაზე, ხომ არ გაიხსენებდით ყველაზე დიდ გამოწვევას, რომელიც წარმატებით დაძლიეთ.

ეროვნული ბანკის პროფესიონალ გუნდთან მუშაობა დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის, სულ სხვაა იყო ჩართული ერთი ბანკის ერთ კონკრეტულ ბიზნეს პროცესში და სულ სხვა – სისტემურ ჭრილში აანალიზებდე, ზომავდე და მიტიგაციას უწევდე ბანკების ფინანსურ რისკებს. პროფესიული გამოწვევები უწყვეტ განვითარებას და საკუთარ თავზე მუშაობას მოითხოვს, რომ თვალსაწიერის გაფართოებით, უფრო უკეთ და მეტის დანახვა შეძლო. სწორედ ამიტომ, ჩავაბარე ვენის ეკონომიკის და ბიზნესის უნივერსიტეტის პროფესიულ MBA-ზე, და ასევე, პარალელურად ვიმუშავე FRM (ფინანსური რისკების მენეჯმენტის) საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდაზე. სწავლა, გამოცდების ჩასაბარებლად თვეში ერთხელ მოგზაურობა და პარალელურ რეჟიმში, მუშაობა ძალიან სტრესული იყო. 3 წლის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში არ არსებობდა შაბათ- კვირა და დასვენების დღეები, მაგრამ საბოლოოდ მივიღე ის, რაც მინდოდა. განათლება დამეხმარა პროფესიული გემოვნების და თავდაჯერებულობის გამომუშავებაში და გამოცდილება – ინტუიციის განვითარებაში. ეს ორი რამ კი ბუნებრივი და საიმედო საფუძველია კარიერული  წინსვლისათვის.

რა არის თქვენი მამოტივირებელი ძალა, იაროთ მუდამ წინ?

მე პირველ რიგში დედა ვარ და ჩემი შვილები არიან ჩემი მამოტივირებელი ძალა. ასევე, არის კიდევ რაღაც, რასაც პროფესიულ ცნობისმოყვარეობას ან გემოვნებას დავარქმევდი, არის რაღაც, რაც არ გაძლევს  მოსვენებას და რაც მეტად ვითარდები, მეტი სიახლე იშლება შენს წინ და მით უფრო ძლიერად გიზიდავს. ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია. ბევრი წელი დანაშაულის გრძნობით ვიცხოვრე, რომ ჩემ შვილებთან გასატარებელ დროს მუშაობასა და სწავლაში ვატარებდი. მაგრამ ის დღე, როდესაც ჩემმა შვილმა, უკვე თინეიჯერმა, გაკვირვებული სახით შემომხედა და მითხრა, რომ ის ამაყობდა წარმატებულ დედით, იყო გარდამტეხი ჩემ ცხოვრებაში. მივხვდი, რომ პროფესიული ცხოვრება, როგორც დასაწყისში, დანაშაულის გრძნობაზე აღარ გადიოდა ჩემთვის, ის უკვე პროფესიული სიამოვნების გზად გადაქცეულიყო.

ნებისმიერ სირთულის გადალახვისას ჩემს თავს ვეუბნები, რომ ესაა გაკვალული გზა ჩემი შვილებისათვის, მინდა რომ ვიყო მათთვის მაგალითი. მაგრამ არა მარტო მათთვის, არამედ სხვა ახალგაზრდა თუ ასაკოვანი  ქალებისათვის, რომელებსაც უნდათ, რომ დაარღვიონ სტერეოტიპები და წლოვანების, ოჯახური მდგომარების, შვილების, შემოსავლების თუ სხვა მრავალი მიზეზის გამო არ შეაჩერონ პროფესიული განვითარება.

როგორც ვიცით, ამჟამად მუშაობთ ADB-ისთან (აზიის განვითარების ბანკი). მოგვიყევით თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ. რა პოზიციაზე და მიმართულებით მუშაობთ?

ADB-ს, როგორც იცით, ორი დიდი მიმართულება აქვს, სუვერენული და კერძო სექტორი. მე კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით ვმოღვაწეობ. სახელდობრ კი, ფინანსურ სექტორში ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში. საქართველოში საბანკო სექტორი საკმაოდ განვითარებულია, სისტემური ბანკების აქციები ლონდონის ბირჟაზე ივაჭრება და საბანკო სისტემაში ბაზელ III-ის კაპიტალის ადეკვატურობისა და ლიკვიდურობის ჩარჩო უკვე დანერგილია. ზოგიერთი ქვეყნის საბანკო სექტორი კი მხოლოდ ახლა გადის იმ გამოწვევებს, რაც საქართველოს გააჩნდა წლების წინ. ამიტომ, ხშირად, ჩვენი ქვეყნის ფინანსური სექტორის  გამოცდილება ძალიან მეხმარება რეგიონის სხვა ქვეყნის გამოწვევების გააზრებაში.

ADB არის განვითარების ბანკი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ფინანსური ინტრუმენტების მეშვეობით ვეხმარებით ბანკებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში იყვნენ უფრო ეფექტურები. ასევე იმ ხარვეზების აღმოფხვრაში, როგორიცაა ქალების ხელშეწყობა ბიზნეს აქტივობაში, გარემოს დაცვისა და მდგრადი დაფინანსების გაძლიერება. ხშირად ADB-ს ორივე ფრთა ერთად ახორციელებს სხვადასხვა განვითარების პროექტს: სუვერენული მხარე ეხმარება სახელმწიფო ინსტიტუტებს ზოგადი ჩარჩოს განმტკიცებასა და გაძლერებაში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში,  კერძო სექტორის ფრთა კი, ახორციელებს ეკონომიკის დაფინანსებას. ასეთი ტიპის პროექტებში მონაწილეობა კიდევ უფრო საინტერესოა, რადგან მასში მეტი სიახლეა და მეტ ინოვაციურ ჩართულობას მოითხოვს.

გვითხარით ორიოდე სიტყვა თქვენს სამომავლო გეგმებზე, არის თუ არა რაიმე ინიციატივა ან პროექტი, რომლის წამოწყებასაც გეგმავთ?

როგორც უკვე აღვნიშნე, ADB არის ადგილი, სადაც ინიციატივა და ინოვაცია წახალისებულია. ჩემი სამომავლო გეგმაა, რომ სხვა ქვეყნების ფინანსურ ბაზრებში უფრო სიღრმისეულად ჩავიხედო, მათი რისკები და გამოწვევები შევისწავლო რომ ADB-ს მისიაა აზიის რეგიონის მწვანე დაფინანსების, ასევე, ფინანსური ხელმისაწვდომობისა და ფინანსური ჩართულობის ხელშეწყობა. გაციფრულება ერთ-ერთი მექანიზმია ამ გამოწვევის გადასალახად, მინდა უკეთ გავერკვე, თუ როგორი გამოწვევების წინაშეა აზიის სხვადასხვა ქვეყანა და ამ  გამოცდილებებით გამდიდრებულმა უკეთ შევძლო ინოვაციური პროექტების განხორციელება.  სხვადასხვა ბაზრის ტენდენციების ცოდნა მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების დაფინანსების გადაწყვეტილებების მისაღებად, რაც რეალურად ავითარებს ქვეყნების ფინანსურ სექტორებს. ჩემი მიზანია ჩემი გამოცდილების გაფართოება, რომ უფრო ეფექტურად ჩავერთო რეგიონში სხვადასხვა დაფინანსების პროექტებში.

ბოლოს, ტრადიციული კითხვით შემოვიფარგლებით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?

დაამყარე შენი კარიერა მუდმივად სიახლეების ძიებაზე, გამოიმუშავე და ენდე საკუთარ პროფესიულ ინტუიციას, ანუ იპოვე ის, რაც „შენია“, რაც ძალიან მოგწონს, რისი კეთებაც აღგაფრთოვანებს და კარიერული წინსვლის კრიზისულ პერიოდში ძალას მოგცემს. ხელფასი და აღიარება ყოველთვის არაა პროფესიული წინსვლის პარალელური პროცესი, თუმცა არ უნდა მისცე საშუალება რაიმემ იმოქმედოს შენს შინაგან სამყაროზე. კარიერა დააფუძნე შინაგან მოტივაციას, ენდე პროფესიულ გემოვნებას, პატივი ეცი კოლეგებს და დააფასე მათი მიღწევები. მიიღე ბედნიერება პროცესით. ყოველთვის დაეხმარე სხვას, როგორც და სადაც შეძლებ, ასე შეიძენ პროფესიულ მეგობრებსა და თანამოაზრეებს. იპოვეთ გარემო, რომელიც შენს შინაგან ღირებულებებთან ჰარმონიულ თანხვედრაში იქნება და არ დაზოგოთ თავი ამ ღირებულების სამსახურში.