Please see the Interview with Sopo Natsvlishvili – Founding Partner & Director at “Click Events”.

First of all, please tell us about your success story with “Click Events”, what stages you went through, what difficulties you faced and what stage you are at now?

We have decided to establish “Click Events” spontaneously in 2017. We realized that we had the potential and it was right time for us. We are three friends with many years of work experience in the field of event management and administration. We have gone through quite an interesting path from a startup business to a large company. Now we are in the stage of quick growth and development.

What was the biggest challenge on your career path, an obstacle that seemed insurmountable at first, but you were able to overcome?

The biggest difficulty and challenge was  pandemic period. It was difficult to imagine how the business would survive. First of all, we took care of the employees, we were able to keep them all. We strategically decided to focus on the activities that were allowed to implement. For example, small conferences and outdoor events. It was difficult to comply with all the norms, as it was associated with additional finances and stress, however, we successfully overcame this stage and it turned out into our competitive advantage.

What is your main motivation to keep moving forward?

A job we do with love. We put a lot of energy and hard work into each project.

As we know you are Founding Partner and Director at “Click Events”. Tell us more about your company and your current activities there.

Click Events is a multi-function event management company. We work with both private and corporate clients. We organize various types of events, conferences, corporate evenings, weddings, private and other celebrations.

In addition to this direction, in 2020 we expanded the scope of our activity and created the travel agency – Click Tour, which offers corporate clients full tourist services, airplane tickets to any worldwide direction, accommodation reservation, transfers. We work on taking the groups abroad as we can organize both business and private events already outside of Georgia.

Tell us a few words about your future plans, is there any initiative or project that you are planning to launch?

We have some ideas. One of them is an event venue nearby Tbilisi. We are actively working in this direction.

Finally, limiting ourselves to the traditional question, what would you advise aspiring professionals and young people who are now taking their first career steps?

I advise them to choose their favorite job, no matter the field it is. If they take their work seriously and do not spare time and energy, focusing on continuous development – they will definitely succeed.

ინტერვიუ სოფო ნაცვლიშვილთან

გთხოვთ, იხილოთ, ინტერვიუ სოფო ნაცვლიშვილთან, რომელიც არის „Click Events“-ის დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი.

პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიClick Events” – თან ერთად. რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა?

Click Events“ – ის დაარსება სპონტანურად 2017 წელს გადავწყვიტეთ. მივხვდით, რომ ამის პოტენციალი გვქონდა და დროც შესაბამისი იყო. ჩვენ ვართ სამი მეგობარი, ღონისძიებების მართვის და ადმინისტრაციული საქმიანობის სფეროში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებით. გავიარეთ საკმაოდ საინტერესო გზა სტარტაპ ბიზნესიდან მსხვილ კომპანიამდე. ახლა  ვიმყოფებით მკვეთრი ზრდისა და განვითარების ეტაპზე.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს კარიერულ გზაზე, დაბრკოლება, რომელიც თავიდან გადაულახავი გეჩვენებოდათ, მაგრამ შეძელით მისი გადალახვა?

ყველაზე დიდი სირთული და გამოწვევა  იყო პანდემია. რთული იყო იმის წარმოდგენა, თუ როგორ გადარჩებოდა ბიზნესი. პირველ რიგში, ვიზრუნეთ თანამშრომლებზე, შევძელით მათი შენარჩუნება. სტრატეგიულად გადავეწყვეთ ისეთ საქმიანობაზე, რომელიც დაშვებული იყო. მაგალითად მცირე ზომის კონფერენციები და ღონისძიებები გარე სივრცეში. რთული იყო ყველა ნორმის დაცვა, ვინაიდან დამატებით ფინანსებთან და სტრესთან იყო დაკავშირებული,  თუმცა, წარმატებულად გადავლახეთ ეს ეტაპიც და ვაქციეთ კონკურენტულ უპირატესობად.

რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია წინსვლის გასაგრძელებლად?

საქმე, რომელსაც სიყვარულით ვაკეთებთ. თითოეულ პროექტში ვდებთ უზომო ენერგიასა და შრომას.

როგორც ვიცით, თქვენ ხართ Click Events“ – ის თანადამფუძნებელი და დირექტორი. გვითხარით მეტი კომპანიისა და იქ მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

Click Events“ ღონისძიებების მართვის მრავალპროფილური კომპანიაა. ჩვენ  ვმუშაობთ როგორც კერძო, ასევე კორპორატიულ კლიენტებთან. ვაორგანიზებთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, კონფერენციებს, კორპორატიულ საღამოებს, ქორწილებს, პრივატულ და სხვა დღესასწაულებს.

გარდა ამ მიმართულებისა, 2020 წელს გავაფართოვეთ ჩვენი მოღვაწეობის სფერო და შევქმენით ტურისტული კომპანია Click Tour, რომელიც კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს სრულ ტურისტულ მომსახურებას, ავიაბილეთებს ნებისმიერი მიმართულებით, სასტუმროებს, ტრანსფერებს. ვმუშაობთ საზღვარგარეთ ჯგუფების გაყვანაზე და შეგვიძლია როგორც საქმიანი, ასევე პრივატული ღონისძიებების ორგანიზება უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთ.

გაგვიზიარეთ ორიოდე სიტყვით თქვენ სამომავლო გეგმებ, არის თუ არა რაიმე ინიციატივა ან პროექტი, რომლის წამოწყებასა ან განხორციელებას გეგმავთ?

გვაქვს რამოდენიმე იდეა. ერთ – ერთი კი თბილისთან ახლოს მდებარე საღონისძიებო სივრცეა. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით.

და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებს და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?

ვურჩევ აირჩიონ მათთვის საყვარელი საქმე, არ აქვს მნიშვნელობა სფეროს. თუ საქმეს გულით მოეკიდებიან, არ დაზოგავენ დროსა და ენერგიას, იქნებიან ფოკუსირებულები მუდმივ განვითარებაზე – აუცილებლად გაუმართლებთ.