Please see the Interview with Nino Jincharadze – Country Manager at “SMEC International”.

Naturally, I’ve encountered numerous challenges throughout my career. Challanges are inavoidable in any career development,   but, I think, they can be overcomed with dedication, a thirst for knowledge, and the ability to find  best possible strategies for achievement of the goals.

What was the biggest challenge on your career path, an obstacle that seemed insurmountable at first, but you were able to overcome?

In the world of engineering consulting, market competition is notably  high, thus success requires  careful  selection of right strategies,  correct and timely decision making. When I initially joined SMEC, key ongoing projects in Georgia were in the transport sector only. One of the central challenges we faced was to diversify our presence across various sectors in country.

Through the establishment of strategic partnerships and the implementation of well-thought strategies, we have successfully expanded our portfolio which currently includes eight ongoing projects in Georgia not only the transport sector, but also urban development and telecommunications. This demonstrates our commitment to diversification and growth.

What is your main motivation to keep moving forward?

In my opinion, maintaining the motivation, regardless of external factors, is a key for success. It requires thoughtful allocation and correct management of  time, efforts and energy.

I’m extremely pleased when realizing that our projects have a direct influence on the development of Georgia’s infrastructure. I’m proud to be a part of SMEC International family and delighted to play my modest role in the overall success. Furthermore, I am enthused with leading initiatives aimed to position SMEC International as a global leader in the Engineering Consulting.

As you mentioned, you are Country Manager at “SMEC International”. Tell us more about your company and your current activities there.

SMEC is a professional international service provider   of Australian origin. It provides supreme-quality consultancy worldwide to the private organizations, Governmental agencies and International Financial Institutions for major infrastructure projects more than 70 years.

SMEC provides multidisciplinary consultancy services across six key industry sectors: Water Supply and Sanitation; Irrigation and Drainage Infrastructure; Roads and Highways; Rail and Metro; Urban Development; Energy, Power and Renewables.

SMEC has a solid track record in the delivery of project services in detailed engineering design, construction supervision, procurement, contract management, financial management, implementation and management support, management and capacity building/development and institutional strengthening, quality and cost control, feasibility studies, contract administration, operation and maintenance, construction planning and management, procurement, monitoring, and evaluation.

In 2016 SMEC joined the Surbana Jurong Group (Singapore), leading consulting company in infrastructure and urban development. As a member of the Surbana Jurong Group, we have strengthened our technical capabilities and widened areas to offer an enhanced services in the urban, industrial and infrastructure fields .

As mentioned above, currently, SMEC has 8 ongoing projects in Georgia, among which are: Construction Supervision of Batumi Bypass Road Project and Construction Supervision of E-60 Highway Shorapani – Argveta (F4) Section, both project funded by Asian Development Bank.  SMEC is the Technical Advisor for Georgia Transport Connectivity Improvement Project under European Investment Bank funding.

SMEC has recently secured 3 projects of Engineering Consultancy Services for Civil Works of Fiber Optic infrastructure rollout which will be implemented in the following locations: Lechkhumi – Racha, Kobuleti, Khelvachauri, Mestia, Zugdidi-Khobi funded by World Bank. SMEC also signed the contracts with the Tbilisi Development Fund for “Development of Strategy for Dighomi Floodplain Rehabilitation Project” and “Feasibility Study and Detailed Design for Tbilisi Metro Station Upgrades”. Both projects are funded by Asian Development Bank.

Tell us a few words about your future plans, is there any initiative or project that you are planning to launch?

As a part of Surbana Jurong (SJ), we have significant plans ahead. We are starting several exciting projects in the urban sector, collaborating closely with private sector. These projects are going to play a significat role in development of infrastructure in Georgia.

Finally, let’s wrap up with the traditional question, what would you advise aspiring professionals and young people who are now taking their first career steps?

Do not be hesitant to challenge yourself. Be curious and never  suppress  spirit of  development . It’s essential to foster a growing mindset, continually seek opportunities for learning, and remain open to new experiences. Each step in your career represents an invaluable chance for growth and learning. It’s common to encounter moments of discouragement, but it’s crucial to persevere and keep moving forward. When you look back, you’ll realize how important those challenges   were in achieving your goals.

ინტერვიუ ნინო ჯინჭარაძესთან

გთხოვთ, იხილოთ, ინტერვიუ ნინო ჯინჭარაძესთან, რომელიც არის “SMEC International” – ის  საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელი.

პირველ რიგშიგთხოვთგვიამბოთთქვენი წარმატების ისტორიის შესახებრა ეტაპები გაიარერა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა?

ჩემი კარიერა საგანმანათლებლო სექტორში დავიწყე, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტმა, შემდგომ კი გავაგრძელე როგორც საერთაშორისო შესყიდვების ექსპერტმა მუნიციპალური განვითარების ფონდში. მოგვიანებით გადავედი Saunders Group-ში, საინჟინრო საკონსულტაციო კომპანიაში, ბიზნეს-განვითარების ხელმძღვანელის თანამდებობაზე. შემდგომ მუშაობა გავაგრძელე საერთაშორისო კომპანია SMEC-ში იგივე პოზიციზე, შემდგომ კი დამაწინაურეს    და ამჟამად გახლავართ კომპანიის საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელი. ამ თანამდებობაზე ჩემი პასუხისმგებლობა სცილდება ბიზნესის განვითარებას და მოიცავს კომპანიის ყველა პროცესის მართვას ქვეყნის შიგნით. ბუნებრივია,  მქონდა  უამრავი გამოწვევა. თუმცა, ვფიქრობ, საქმისადმი ერთგულებით, ცოდნის მიღების სურვილითა და დაბრკოლებათა გადალახვის შესაძლებლობების ძიებით მათი დაძლევა სავსებით შესაძლებელია.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს კარიერულ გზაზე, დაბრკოლება, რომელიც თავიდან გადაულახავი გეჩვენებოდათ, მაგრამ შეძელით მისი გადალახვა?

საინჟინრო საკონსულტაციო სფეროში საბაზრო კონკურენცია განსაკუთრებით მაღალია. შესაბამისად, წარმატების მიღწევა  სწორი სტრატეგიის  შემუშავებას, დროის სწორად განაწილებასა და დროული გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. როდესაც პირველად შევუერთდი SMEC-ის გუნდს, საქართველოში კომპანია ძირითად პროექტებს სატრანსპორტო სექტორში ახორციელებდა. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენთვის იყო ქვეყანაში სექტორების დივერსიფიკაცია.

საიმედო   პარტნიორების შერჩევითა და სწორად შემუშავებული სტრატეგიის  მეშვეობით, ჩვენ წარმატებით გავაფართოვეთ არეალი. შედეგად,  ამჟამად SMEC-ს საქართველოში რვა მიმდინარე პროექტი აქვს არა მხოლოდ ტრანსპორტის, არამედ ურბანული განვითარებისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში, რაც დივერსიფიკაციისა და განვითარებისაკენ ჩვენი სწრაფვის თვალსაჩინო მაგალითია.

რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია წინსვლის გასაგრძელებლად?

ჩემი აზრით,  მოტივაციის  შენარჩუნება გადამწყვეტია წარმატების მისაღწევად, მიუხედავად გარე ფაქტორებისა. ეს კი საკუთარი დროის, ძალისხმევისა და ენერგიის გააზრებულად მიმართვას მოითხოვს. სიამოვნებას მანიჭებს იმის განცდა, რომ  ჩვენი პროექტები   მნიშვნელოვან დადებით გავლენას ახდენს საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. მეამაყება, რომ ამაში ჩემი მოკრძალებული წვლილიც არის, როგორც კომპანია SMEC-ის დიდი ოჯახის წევრის.  ამასთან, ენთუზიაზმით ვარ განწყობილი იმ ინიციატივების მიმართ, რომლებიც მიზნად ისახავს SMEC International-ის, როგორც გლობალური ლიდერი საინჟინრო საკონსულტაციო კომპანიის წარმოჩენას.

როგორც ზემოთ აღნიშნეთთქვენ ხართ “SMEC International” – ის  საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელი. გვითხარით მეტი კომპანიისა და იქ მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

SMEC არის ავსტრალიური საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია 70 წლიანი ისტორიით. კომპანია უწევს მაღალი ხარისხის საკონსულტაციო მომსახურებას კერძო სექტორის, სახელმწიფოს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტიუტების წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

SMEC ახორციელებს მულტიდისციპლინურ საკონსულტაციო მომსახურებას ინდუსტრიის ექვს ძირითად სექტორში: წყალმომარაგება და სანიტარია; სარწყავი და სანიაღვრე ინფრასტრუქტურა; გზები და მაგისტრალები; რკინიგზა და მეტრო; ურბანული განვითარება; განახლებადი ენერგიები.

SMEC-ს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება  ისეთი სერვისების მიწოდებაში, როგორებიცაა: დეტალური საინჟინრო დიზაინი, მშენებლობის ზედამხედველობა, შესყიდვების განხორციელება, კონტრაქტების ფინანსური მენეჯმენტი, ხარისხისა და ხარჯების კონტროლი, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, მშენებლობის პროცესის მენეჯმენტი.

2016 წელს SMEC გახდა Surbana Jurong-ს (სინგაპური) წევრი რომელიც გახლავთ წამყვანი საკონსულტაციო კომპანია ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სფეროში. როგორც Surbana Jurong ჯგუფის წევრმა, ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი ტექნიკური შესაძლებლობები  და გავაფართოვეთ სერვისების არელი, რათა შევთავაზოთ ჩვენს დამკვეთებს გაუმჯობესებული მომსახურება ურბანულ, სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ სფეროში.

როგორც აღვნიშნე, საქართველოში SMEC-ს აქვს რვა მიმდინარე პროექტი, მათ შორის ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის სამშენებლო ზედამხედველობა და E-60 გზატკეცილი შორაპანი – არგვეთა (F4) მონაკვეთის მშენებლობის ზედამხედველობა. ორივე პროექტი დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის მიერ. SMEC არის ტექნიკური მრჩეველი საქართველოს სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტში ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით.

SMEC-მა ახლახანს ხელი მოაწერა ოპტიკურ-ბოჩკოვანი ინფრასტრუქტურის სამოქალაქო სამუშაოების საინჟინრო საკონსულტაციო მომსახურების 3 პროექტს, რომლებიც განხორციელდება შემდეგ  რეგიონებში: რაჭა-ლეჩხუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, მესტია, ზუგდიდი-ხობი. პროექტები დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ. SMEC-მა, ასევე, ხელი მოაწერა ორ პროექტს თბილისის განვითარების ფონდთან, კერძოდ: „დიღმის ჭალის რეაბილიტაციის პროექტის სტრატეგიის შემუშავება“ და „ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და თბილისის მეტროსადგურის განახლების დეტალური პროექტირება“. ორივე პროექტი დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის მიერ.

გაგვიზიარეთ ორიოდე სიტყვით თქვენი სამომავლო გეგმები, არის თუ არა რაიმე ინიციატივა ან პროექტი, რომლის წამოწყებასა ან განხორციელებას გეგმავთ?

როგორც Surbana Jurong (SJ)-ის წევრი კომპანია, ჩვენ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმები გვაქვს. ჩვენ ვიწყებთ რამდენიმე საინტერესო პროექტს ურბანულ სექტორში, მჭიდრო თანამშრომლობით კერძო სექტორთან. დაგეგმილი პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

დაბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?

არ შეგეშინდეთ ახალი გამოწვევების.  იყავით ცნობისმოყვარენი და არასოდეს შეწყვიტოთ განვითარება. ძალზე მნიშვნელოვანია სწავლის წყურვილი და განვლილი გამოცდილების გათვალისწინება. ყოველი ნაბიჯი თქვენს კარიერაში არის ზრდისა და სწავლის ფასდაუდებელი  შანსი. ხშირია იმედგაცრუების მომენტები, მაგრამ მოთმინებით  გაუმკლავდით მათ. როდესაც უკან  მოიხედავთ, მიხვდებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო განვლილი რთული პერიოდი და გამოცდილება თქვენი მიზნების  წარმატებით განხორციელებაში.