Please see the Interview with Maia Makhatadze – Radar – Executive Director

First of all, please share with us the story of your success so far, including the stages and challenges you’ve gone through, and tell us where you are in your career today?

My career in hospitality began in an environment that was neither ideal nor stable. Nevertheless, it was in precisely these conditions that I was able to grow as a professional. For me, the path to success has always been about more than simply achieving goals; it’s a continuous journey of learning, self-affirmation, and overcoming challenges. 

My professional development has had multiple stages, starting with dedicated study, followed by practical experience, before progressing to become a leader and collaborate with international partners. 

The experience I gained in this development drove me to create a company called “Radar” devoted to finding new solutions in the hotel industry, thereby developing the Georgian market and making it more financially attractive.

Based on your insights, what do you think are the most important qualities to deliver effective team management? 

A strategic vision and a clear definition of goals are essential because a leader must know exactly where their team is heading. On top of that, effective communication skills are crucial. Not only should a leader be able to convey thoughtful messages clearly, but they must also listen closely to their employees. Equally important is the ability to delegate and place trust in others. Meanwhile, the need to change is of course integral to any successful organization, so a leader must be agile enough to respond swiftly to new realities while still upholding their core values. Above all, the most vital quality of any leader is the ability to inspire their team.

Tell us more about your work at “Radar”. How did the idea of creating the platform come about, and what are its key innovative features?

“Radar” is an innovative digital platform developed to address the specific demands of the hotel industry. My extensive experience, both in Georgia and internationally, has taught me all about the significant challenges small and medium-sized hotels face when making data-driven decisions. And this is where “Radar” steps in to make life easier, by integrating daily operations monitoring, competitive analysis, revenue management, and strategic planning into a single, user-friendly platform.

The main innovative features of “Radar” include automated occupancy and revenue monitoring, helping hotels to manage their revenues in real time and avoid financial difficulties or even crises. The user interface is tailored to local market specifications, so it can be handled easily and comfortably by the user regardless of their experience level. “Radar” also provides competitive analytics, giving users a detailed understanding of where they stand within the market. Furthermore, the system goes beyond data collection by offering strategic recommendations with specific, actionable steps toward improvement.

Today, “Radar” is expanding its presence in the Georgian market, and is also preparing for international growth, particularly targeting the American market, where similar services exist but remain largely inaccessible to small independent hotels.

Based on your experience, how has the hospitality industry evolved over the years, and what future trends do you anticipate in this field?

The hospitality industry has changed significantly in the past few years, with the pandemic proving to be a turning point both globally and locally. Previously, success was often determined solely by location and service quality, but today guests seek experiences, personalization, and digital convenience. 

For those managing hotels, the integration of technology has transformed operational processes: automated bookings, mobile check-in and check-out, dynamic pricing management, and customer behavior analytics have become necessities. Indeed, perhaps one of the most important developments is that small and medium-sized hotels are now actively pursuing digitalization to remain or become competitive in the global market.

Finally, to wrap things up in the traditional way, what advice would you give to the next generation of aspiring professionals and young people taking the first steps in their career?

I advise young professionals and those starting out in their careers not to wait for the perfect time or the ideal conditions. Naturally, the first steps always involve some uncertainty, but that’s all part of your personal and professional growth. 

I built my unique experience by seizing the very first opportunity that came my way!

გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ მაია მახათაძესთან – რადარი – აღმასრულებელი დირექტორი

პირველ რიგში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი წარმატების ისტორია, რა ეტაპებსა და სირთულეებს მოიცავს ეს გზა და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა პროფესიულ ცხოვრებაში? 

სტუმარმასპინძლობის  კარიერა დავიწყე მაშინ, როცა გარემო არც იდეალური იყო და არც სტაბილური, მაგრამ სწორედ ამ პირობებმა გამომზარდა როგორც პროფესიონალი. წარმატების გზა ჩემთვის არასოდეს ყოფილა მხოლოდ მიზნების მიღწევის პროცესი — ეს არის უწყვეტი სწავლების, თვითდამკვიდრებისა და გამოწვევებთან გამკლავების ისტორია. 

ჩემი პროფესიული განვითარება არაერთ ეტაპს მოიცავდა — დაწყებული სფეროს ღრმა შესწავლითა და პირველი პრაქტიკული გამოცდილებით, დასრულებული ხელმძღვანელობით პოზიციებზე მოღვაწეობით და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობით. 

დღეს იმ ეტაპზე ვარ, როცა მიღებულმა გამოცდილებამ მომცა საშუალება შემექმნა კომპანია რომლის მთავარი მიზანი და ჩანაფიქრი ისეთი ახალი გადაწყვეტილებების მოძებნაა სასტუმრო ინდუსტრიაში, რომელიც განავითარებს ადგილობრივ ბაზარს და მიმზიდველს გახდის მის ფინანსურ შემოსავალს.  ასე შეიქმნა „რადარი“, რომელიც ადგილობრივი სასტუმრო ბრენდის ხმაურიან გამოჩენას გულისხმობს ტურიზმში მისი წარმატების გზით.

თქვენი გადმოსახედიდან, რა არის გუნდის ეფექტური მართვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებები? 

სტრატეგიული ხედვა და მიზნის მკაფიო განსაზღვრა. ლიდერმა ზუსტად უნდა იცოდეს, საით მიდის გუნდი. დავამატებდი  კომუნიკაციის უნარს, რა დროსაც მენეჯერს უნდა შეეძლოს როგორც გააზრებული მესიჯის მიწოდება, ისე თანამშრომლების მოსმენა. დელეგირების უნარი და ნდობა, რაც  პასუხისმგებლობის გადანაწილებას გულისხმობს. ცვლილებები ნებისმიერი წარმატებული ორგანიზაციის ნაწილია. ლიდერს უნდა შეეძლოს სწრაფი რეაგირება ახალ რეალობაზე და გადაწყვეტილებების მიღება ღირებულებების დაკარგვის გარეშე და რაც მთავარია ჰქონდეს ინსპირაციის უნარი.

გვიამბეთ მეტი თქვენი საქმიანობის შესახებ კომპანიაში „რადარი“. როგორ დაიბადა ამ პლატფორმის შექმნის იდეა და რა არის მისი უმთავრესი ინოვაციური მახასიათებლები? 

„რადარი“ არის ინოვაციური ციფრული პლატფორმა, რომელიც შეიქმნა სასტუმრო ინდუსტრიის კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე.

 ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით, დამეხმარა იმის დანახვაში, თუ რამდენად დიდ გამოწვევას წარმოადგენს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის.

რადარი ამ სივრცეში ქმნის ხიდს — ის აერთიანებს ყოველდღიური ოპერაციების მონიტორინგს, კონკურენტულ ანალიზს, შემოსავლების მართვასა და სტრატეგიულ დაგეგმვას ერთ მარტივ, ხელმისაწვდომ პლატფორმაში.

რადარის მთავარი ინოვაციური მახასიათებლებია:

  • ავტომატიზებული დატვირთულობის და შემოსავლების მონიტორინგი, რაც ეხმარება სასტუმროებს რეალურ დროში მართონ შემოსავლები და თავიდან აიცილონ ფინანსური კრიზისი;
  • ლოკალური ბაზრის სპეციფიკაზე მორგებული ინტერფეისი, რომელიც  გამოცდილების მიუხედავად, ადვილად გამოყენებადია;
  • კონკურენტული ანალიტიკა — მომხმარებელი იღებს დეტალურ სურათს, როგორია მისი პოზიციონირება ბაზარზე;
  • სტრატეგიული რეკომენდაციები — სისტემა არა მხოლოდ მონაცემებს აგროვებს, არამედ გვთავაზობს კონკრეტულ ნაბიჯებს გაუმჯობესებისთვის.

დღეს „რადარი“ არა მხოლოდ ზრდის საკუთარ წილს ქართულ ბაზარზე, არამედ ემზადება საერთაშორისო გაფართოებისთვის — განსაკუთრებით ამერიკის ბაზარზე, სადაც მსგავსი სერვისები არსებობს, თუმცა მცირე დამოუკიდებელი სასტუმროებისთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელია.

თქვენი გამოცდილებით, როგორ განვითარდა სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია დროთა განმავლობაში და სამომავლოდ რა სახის ტენდენციების მოლოდინი გაქვთ ამ სფეროში? 

სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად შეიცვალა — განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, რაც გარკვეულწილად გარდამტეხი ეტაპი აღმოჩნდა როგორც გლობალურად, ისე ადგილობრივ ბაზრებზე. ადრე წარმატება ხშირად განისაზღვრებოდა მხოლოდ ლოკაციითა და სერვისის კლასით, დღეს კი სტუმრები ეძებენ გამოცდილებას, პერსონალიზაციას და ციფრულ კომფორტს.

ტექნოლოგიების ინტეგრაციამ გარდაქმნა ოპერაციული პროცესები — ავტომატიზებული ჯავშნები, მობილური ჩექ-ინ/ჩექ-აუტი, დინამიკური ფასების მენეჯმენტი და მომხმარებლის ქცევის ანალიტიკა უკვე აუცილებლობად იქცა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განვითარებაა იმაში, რომ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებიც აქტიურად ცდილობენ დიჯიტალიზაციას, რათა კონკურენტუნარიანნი დარჩნენ გლობალურ ბაზარზე.

და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით იმ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმას? 

ახალგაზრდა პროფესიონალებსა და კარიერის დაწყების გზაზე მყოფ ადამიანებს ვურჩევ, არ დაელოდონ იდეალურ დროს ან სრულყოფილ გარემოებებს — პირველი ნაბიჯები ყოველთვის შეიცავს გაურკვევლობას, მაგრამ სწორედ აქ იწყება პიროვნული და პროფესიული ზრდა.

ჩემი უნიკალური გამოცდილება ზუსტად მაშინ შევქმენი, როდესაც პირველივე შესაძლებლობა გამოვიყენე!