1. Mr. Levan, first of all, could you briefly tell us about GM PHARMA, which was founded in 2000 and currently is the largest pharmaceutical company in the Caucasus region?

Well, you are absolutely right; today GM PHARMA is an international pharmaceutical company from Georgia with medicines and food supplements manufactured in GMP-certified manufacturing plants in Western European countries (Germany, Greece, Spain, Switzerland, Italy, Sweden, Portugal) and in its own GMP certified manufacturing plant in Georgia.

GM PHARMA’s manufacturing site in Tbilisi is the largest pharmaceutical plant in the Caucasus region, where the full manufacturing cycle is carried out through the newest technologies – from raw materials to the finished product. The basic formulation processes currently carried out in the factory are Blending, Granulation, Tableting, Tablet coating, Capsule filling, Bottle filling, Sachet filling and Blister and Bottle packaging. The company holds international certificates, permits, and licenses required for pharmaceutical manufacturing, such as: Good Manufacturing Practice – GMP PIC/S, Quality Management – ISO 9001:2015 and ISO 17025:2017/2018, as well as US Dietary Supplement Safety Inspection – NSF (National Sanitation Foundation). GM PHARMA is constantly monitored by independent auditors from the United Kingdom, the United States, and the European Union for compliance with EU GMP regulations.

2. Mr. Levan, as far as we know, GM PHARMA participated in the international pharmaceutical exhibition – CPhl Worldwide 2021, which was held in Milan during November 9-11. What was the status of GM PHARMA at the exhibition and what is the company’s strategy for the near future?

GM PHARMA was the only pharmaceutical manufacturer from Georgia exhibiting at CPhl Worldwide 2021 exhibition, with a status of the leading pharmaceutical company of the country. The main goal of GM PHARMA was to find new contacts and also to deepen the cooperation already started with the world-famous pharmaceutical companies, which in turn was a prerequisite for achieving the company’s main goal – to be prepared for the EU market entry.

Currently, GM PHARMA is actively preparing to enter the EU market. To achieve this goal, the company carried out some preparatory work at the exhibition. To this end, the GM PHARMA team held approximately 400 successful meetings with the management of pharmaceutical companies operating in EU countries; the issues discussed at the meetings included the technology transfer plans from European countries to Georgia, “Out-licensing” and “In-licensing” projects, opportunities for joint development of drug products with European companies in GM PHARMA’s Research and Development lab (so-called R&D co development), as well as contract manufacturing for various pharmaceutical companies in manufacturing site of GM PHARMA in Georgia.

We can claim that in consequence, GM PHARMA is one step closer to the company’s main medium-term goal – to enter the EU pharmaceutical market by 2023-2024. Successful participation in the exhibition 2021 has further improved the company’s international prestige. Many companies with international reputation expressed their wish to cooperate with GM PHARMA. Cooperation with existing partners has also been enhanced, which serves as the basis for great achievements in the future.

3. Mr. Levan, we should definitely underline the global importance of this international exhibition – how many participants and countries are united into this exhibition platform, and how big is the responsibility that GM PHARMA bears along with high prestige of participating in this exhibition?

Actually, the International Pharmaceutical Exhibition CPhl Worldwide is a global platform. It unites thousands of pharmaceutical professionals, manufacturers, suppliers or buyers from all over the world and provides a unified place for their cooperation. With more than 1,400 exhibitor pharmaceutical companies from more than 170 countries, CPhI WorldWide is a leading prestigious international pharmaceutical exhibition which held its first event in 1989. It brings together the manufacturers of finished pharmaceutical products, active pharmaceutical ingredients, excipients, intermediate pharmaceuticals, as well as of natural extracts.

Certainly, it was a remarkable success for GM PHARMA to present Georgia at the CPhl Worldwide 2021 Exhibition, but at the same time, it was a great responsibility too, because, as I have already mentioned, the company was the only exhibitor from Georgia and represented the pharmaceutical industry of our country.

4. Mr. Levan, GM PHARMA is actively preparing to enter the EU market. Would you introduce the company’s portfolio of drug products to the reader?

Well, GM PHARMA’s portfolio includes drug products for almost all areas of medicine (cardiology, endocrinology, gynaecology, urology, paediatrics, surgery, neurology, psychiatry, etc.), including food supplements.

GM PHARMA’s product list includes modern, innovative drug products recommended by the latest international therapeutic schemes and guidelines.

The high quality of GM PHARMA’s products is achieved through the production cycle and quality management processes in accordance with the international best practices. GM PHARMA uses cutting edge technologies, machinery and equipment in the manufacture of its drug products, thereby meeting strict environmental and employee safety and health standards. GM PHARMA’s manufacturing plant is equipped with modern machinery and laboratory equipment made by the world’s leading companies, such as: BOSCH, FETTE, UHLMANN, HÜTTLIN, IMA, BOHLE, SERVOLIFT, SKINETTA, ENFLEX, ERWEKA, MILLIPORE, AGILENT TECHNOLOGIES, STILMAS, etc.

5. Finally, what are the company’s future plans and challenges, and which are the countries where GM PHARMA exports its products?

GM PHARMA has official representative offices in 5 countries (Uzbekistan, Kyrgyzstan, Tajikistan Armenia and Moldova), employing more than 220 employees and successfully selling the pharmaceutical products of GM PHARMA. In 2019, exported pharmaceutical products of GM PHARMA exceeded the quantity sold in Georgia for the first time and amounted to USD 24 million; In 2020, USD 28.5 million worth of pharmaceutical products were sold in markets abroad; and in 2021 – the figure rose to USD 37 million (> 10 million packs), which, you will surely agree with me, is a significant achievement for any Georgian company and is highly beneficial for the Georgian economy.

We plan to open representative offices in Belarus and Ukraine in 2022, and – in Kazakhstan and Latvia in 2023; besides, the company plans to apply for registration and operate in the Central and Western European markets by 2024.

As we estimate, 10-12 million patients are currently treated with GM PHARMA’s drug products every year in Georgia and in the international markets of the company (in export countries), which, certainly, indicates the recognition of our company by customers and healthcare professionals. GM PHARMA aims to improve the quality of life for as many patients as possible and prolong their lives with its drug products. It is just the message that the slogan – mission of the company conveys:

“GM PHARMA – Serving Those Who Need It Most!”

ექსკლუზიური ინტერვიუ ლევან ვარდუაშვილთან – მთავარი საოპერაციო ოფიცერი (COO) ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA

1. ბატონო ლევან, პირველ რიგში რამდენიმე სიტყვით მოგვიყევით კომპანია GM PHARMA-ზე, რომელიც 2000 წელს დაარსდა და ყველაზე დიდი ფარმაცევტული წარმოებაა კავკასიის რეგიონში?

თქვენ მართალს ბრძანებთ, დღეისათვის GM PHARMA წარმოადგენს პირველ ქართულ საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია და სხვ.) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

GM PHARMA-ს საწარმო თბილისში ყველაზე დიდი ფარმაცევტული წარმოებაა კავკასიის რეგიონში, სადაც უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით
ხორციელდება მედიკამენტების მყარი ფორმების წარმოების სრული ციკლი – ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტამდე. ჩვენს თბილისის ქარხანაში მიმდინარე ძირითადი პროცესებია: შერევა, გრანულირება, ტაბლეტირება, კაფსულირება, დოზირებული ფხვნილების ფორმირება, შემოგარსვა, შეფუთვა და ხარისხის კონტროლი, რომელიც წარმოების ყველა ეტაპზე ხორციელდება. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის – GMP PIC/შ, ხარისხის მართვის- ISO 9001:2015 და ISO 17025:2017/2018, აშშ-ს საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის – NSF. გარდა ამისა, კომპანია მუდმივად მოწმდება გაერთიანებული სამეფოს, აშშ-სა და ევროკავშირის დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ EU GMP-ის რეგულაციებთან შესაბამისობაზე.

2. ბატონო ლევან, როგორც ცნობილია, 9-11 ნოემბრის ჩათვლით GM PHARMA მონაწილეობდა საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე CPhl Worldwide 2021. გამოფენას მილანმა უმასპინძლა. რა სტატუსით წარდგა GM PHARMA ამ გამოფენაზე და როგორია კომპანიის უახლოესი პერიოდის სტრატეგია?

GM PHARMA მედიკამენტების მწარმოებელი ერთადერთი კომპანია იყო საქართველოდან CPhl Worldwide 2021-ზე და ქვეყნის ფარმაცევტული სექტორის ლიდერის სტატუსით წარდგა აღნიშნულ გამოფენაზე. GM PHARMA-ს მთავარი ამოცანა ახალი კონტაქტების მოძიება და ასევე მსოფლიოში ცნობილ ფარმაცევტულ კომპანიებთან უკვე დაწყებული თანამშრომლობის გაღრმავება გახლდათ, რაც თავის მხრივ კომპანიის მთავარი მიზნისთვის – ევროკავშირის ბაზარზე შესვლის მომზადების წინაპირობას წარმოადგენდა. ამჟამად GM PHARMA აქტიურად ემზადება ევროკავშირის ბაზარზე შესვლისთვის და ამ მიზნის მისაღწევად აღნიშნულ გამოფენაზე კომპანიამ გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელა. ღონისძიების ფარგლებში GM PHARMA-ს გუნდმა გამართა დაახლოებით 400 წარმატებული სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის ქვეყნებში მოღვაწე ფარმაცევტული კომპანიების მენეჯმენტთან; განხილულ იქნა ტექნოლოგიური ტრანსფერის განხორციელების გეგმები ევროპული ქვეყნებიდან საქართველოში, “Out-licensing” და “In-licensing” პროექტები, ევროპულ კომპანიებთან ერთად მედიკამენტების ერთობლივი განვითარების შესაძლებლობები GM PHARMA ს კვლევა-განვითარების ლაბორატორიაში (ე.წ R&D co-Development), აგრეთვე სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიებისთვის კონტრაქტული წარმოება GM PHARMA-ს ფარმაცევტულ ქარხანაში საქართველოში.

შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ GM PHARMA კიდევ ერთი ნაბიჯით ახლოსაა კომპანიის მთავარ საშუალოვადიან მიზანთან – 2023-2024 წლისთვის შევიდეს ევროკავშირის ფარმაცევტულ ბაზარზე. 2021 წლის გამოფენაზე წარმატებული მონაწილეობით კიდევ უფრო გაიზარდა კომპანიის საერთაშორისო ცნობადობა, GM PHARMA-სთან თანამშრომლობის სურვილი საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის მქონე ბევრმა კომპანიამ გამოხატა, ასევე უფრო მაღალ ხარისხში ავიდა არსებულ პარტნიორთან თანამშრომლობაც, რაც სამომავლო დიდი მიღწევების საფუძველს წარმოადგენს.

3. ბატონო ლევან, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ამ საერთაშორისო გამოფენის გლობალურ მნიშვნელობაზე – რამდენ მონაწილეს და ქვეყანას აერთიანებს პლატფორმა და პრესტიჟულთან ერთად, რამდენად დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული GM PHARMA-სთვის მასში მონაწილეობა?

საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა ჩPჰლ ჭორლდწიდე გლობალური პლატფორმაა. იგი ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ჩართულ ათასობით პროფესიონალს, მწარმოებელს, მომწოდებელსა თუ შემსყიდველ კომპანიას აერთიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათთვის კოოპერაციის ერთიანი სივრცის შექმნას უზრუნველყოფს. 170-ზე მეტი ქვეყნისა და 1400-ზე მეტი ფარმაცევტული კომპანიის მონაწილეობით CPhl Worldwide 2021 წარმოადგენს მზა ფარმაცევტული პროდუქტების, აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების, ექსპიენტების, შუალედური ფარმაცევტული პროდუქტების, ასევე ნატურალური ექსტრაქტების მწარმოებლების უდიდეს, პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენას, რომელიც 1989 წლიდან იმართება. ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA-სთვის გამოფენა CPhl Worldwide 2021-ზე საქართველოს წარდგენა უდიდეს წარმატებასთან, რა თქმა უნდა, ერთად დიდი პასუხისმგებლობაც გახლდათ, რადგან, როგორც მოგახსენეთ, კომპანია მედიკამენტების მწარმოებელი ერთადერთი Exhibitor (ექსპონენტი) იყო საქართველოდან და ჩვენი ქვეყნის ფარმაცევტულ ინდუსტრიას წარმოადგენდა.

4. ბატონო ლევან, GM PHARMA აქტიურად ემზადება ევროკავშირის ბაზარზე შესვლისთვის. მოდით, მკითხველს გავაცნოთ, როგორია კომპანიის მედიკამენტების პორტფელი?

GM PHARMA-ს პროდუქცია მოიცავს მედიცინის თითქმის ყველა მიმართულების (კარდიოლოგია, ენდოკრინოლოგია, გინეკოლოგია, უროლოგია, პედიატრია, ქირურგია, ნევროლოგია, ფსიქიატრია და სხვ.) სამკურნალო საშუალებებს, საკვები დანამატების ჩათვლით;

GM PHARMA-ს პრეპარატების ჩამონათვალშია თანამედროვე, ინოვაციური მედიკამენტები, რომლებიც უკანასკნელი წლების საერთაშორისო თერაპიული სქემებით და გაიდლაინებით არის მოწოდებული.

GM PHARMA-ს პროდუქტების მაღალი ხარისხი უმაღლესი სტანდარტის ნედლეულის გამოყენებით, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი საწარმოო
ციკლითა და ხარისხის მართვის პროცესებით მიიღწევა. კომპანია მედიკამენტების წარმოებაში იყენებს მოწინავე ტექნოლოგიებს და აღჭურვილობას, რომლებიც მეცნიერებისა და ტექნიკის უკანასკნელ მიღწევებსა და მკაცრ ეკოლოგიურ მოთხოვნებს პასუხობს. კომპანიის საწარმო თბილისში აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების საწარმოო და ლაბორატორიული დანადგარებით: BOSCH, FETTE, UHLMANN, HÜTTLIN, IMA, BOHLE, SERVOLIFT, SKINETTA, ENFLEX, ERWEKA, MILLIPORE, AGILENT TECHNOLOGIES, STILMAS, სხვ.

5. და ბოლოს, კომპანიის სამომავლო გეგმებთან და გამოწვევებთან ერთად, გაგვაცანით ის ქვეყნები, სადაც GM PHARMA პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს.

GM PHARMA-ს გააჩნია ოფიციალური წარმომადგენლობები 5 ქვეყანაში (უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, სომხეთი და მოლდოვა), სადაც დასაქმებულია 220-ზე მეტი თანამშრომელი და წარმატებით ხორციელდება GM PHARMA-ს ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაცია. 2019 წელს GM PHARMA-ს ექსპორტზე გატანილმა ფარმაცევტულმა პროდუქციამ პირველად გადააჭარბა საქართველოში რეალიზებულ მაჩვენებელს და 24 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; 2020 წელს ექსპორტზე უკვე $28.5 მლნ ღირებულების ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაცია მოხდა; 2021 წელს კი – 37 მლნ აშშ
დოლარის (>10 მლნ კოლოფი), რაც დამეთანხმებით, რომ ნებისმიერ ქართული კომპანიისათვის მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს და საქართველოს ეკონომიკისთვის უაღრესად სასარგებლოა.

2022 წლის განმავლობაში ვგეგმავთ წარმომადგენლობების გახსნას ბელარუსში და უკრაინაში, ხოლო 2023 წელს – ყაზახეთსა და ლატვიაში; 2024 წლისთვის კი ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ბაზარზე იგეგმება რეგისტრაციები და ოპერირება.

ამავე დროს, GM PHARMA, 150-ზე მეტი ბრენდით და 260-ზე მეტი გამოშვების ფორმით, 2017 წლიდან წარმოადგენს #1 კომპანიას ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე გაყიდვების როგორც თანხობრივი, ისე რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით. ჩვენი შეფასებით, ამჟამად, 10-12 მილიონი პაციენტი მკურნალობს GM PHARMA-ს მედიკამენტებით ყოველწლიურად საქართველოსა და კომპანიის საერთაშორისო ბაზრებზე (საექსპორტო ქვეყნებში), რაც, რა თქმა უნდა, მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.

GM PHARMA-ს მიზანია კომპანიის პრეპარატებით რაც შეიძლება უფრო მეტი პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სიცოცხლის გახანგრძლივება. ჩვენი სლოგანი-მისიაც ხომ ამაზე მეტყველებს:

„GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზემეტად სჭირდება!”