Please see the Interview with Veriko Bazali – Hippo Velo – Co-Founder

First of all, please share your success story with us. What stages have you experienced, what challenges have you encountered, and what stage are you currently at?

My partner and I founded Hippo Velo in 2020, during the Covid pandemic. In the beginning, we operated a small branch focused solely on bicycle repairs. Gradually, we started to grow, expanding our offerings to include a variety of parts and accessories.

At the end of 2022, we expanded further and opened a second, larger branch in Didi Digomi, where we introduced a wider range of products and launched new initiatives. We organized bicycle repair masterclasses, participated in a bicycle guiding program to train interested individuals, and started organizing trail rides and tours throughout Georgia.

Managing a new branch proved challenging for a startup like ours. To maintain quality, sustain growth, and protect our niche, we eventually had to make a difficult decision: to close a branch. In 2024, we decided to close both of our smaller branches and combine our efforts into one larger, unified space. This new location allows us to better serve our customers by offering bicycle repairs, parts, accessories, and tours all in one place.

Closing a branch is a sensitive and challenging process, not only for the company but also for our customers. However, passion for our work, perseverance, and enthusiasm have always helped us move forward.

Today, we are actively contributing to the development of cycling culture. We organize weekly cycling tours, produce podcasts, and continually support the cycling community. We systematically add new, customer-focused products, and this year, we launched bicycle riding courses. Since March, we have trained nearly 10 students, ranging in age from 7 to 45, teaching many of them to ride from scratch.

In your opinion, what is the most effective way to stay motivated during professional development?

One of the most important factors for professional growth is love for your work. Imagine having no financial limitations and unlimited opportunities — if, even under those conditions, you would still choose the same work you do today, it means you are on the right path. In such work, you never lose motivation, and you are ready to pour your heart and soul into it.

Motivation remains strong when you have no expectation that everyone will understand or that every action will immediately bring results. We work in a relatively niche field that is still developing in Georgia, and in such an environment, maintaining consistent motivation can be difficult if you don’t truly love what you do and feel a deep connection to the “cyclist spirit”.

When you care deeply, understand the challenges, take responsibility, and are even willing to work as a volunteer for the sake of the field, finding and maintaining motivation becomes natural and effortless.

Tell us more about your initiative to establish the bicycle service center, Hippo Velo. What inspired the idea behind the company, and what would you say is the core value that drives your team?

The idea to create Hippo Velo came from my partner, who has been involved in the cycling industry since 2009. Our team is made up of cyclists, which means that we 100% understand other cyclists – their joy, emotions, problems, needs, etc. We know what they are struggling with, what they need, or what makes them happy, therefore our main value is to be a cyclist, understand other cyclists, and care about them. We have implemented a number of projects that contribute to the growth of the number of cyclists and their development.

How do you envision the future of cycling industry in Georgia and what key factors do you think will drive its growth?

In order for cycling culture to develop in Georgia, systematic work is necessary – raising awareness, not only among cyclists, but also in society in general, so that they become interested and see the prospects of this field – cycling in the city, cycling tourism, cycling sports, etc. An important part of the development of cycling culture is infrastructure. A number of European countries have given us an example of the impact that infrastructure has on the development of this field. Organized and networked appropriate cycling paths, bicycle parking spaces, safety standards, etc. This is the minimum that Georgia needs, and the past years have shown us better how Tbilisi has changed after the arrangement of cycling paths and parking spaces. Today, many cyclists use these roads, not only for commuting to work, but also for work (couriers). In order for Georgia to become bike-friendly, more work and time are needed to create a safe environment for cycling.

Finally, to wrap up with the traditional question, what advice would you give to the next generation of aspiring professionals and young people taking their first steps in their careers?

Being an entrepreneur is a major challenge. You no longer have free time and must be fully focused on developing your company. You need to truly love your work — otherwise, there’s no point in taking this career path.

Managing a business takes much more time and energy than it seems at first glance. It’s important to understand that the time you invest may not be immediately recognized or appreciated. However, with hard work, willpower, and consistent action, everything eventually changes, and you will achieve your goals.

What makes the journey special is when you do what you love — and when your work helps and benefits others. In that case, dedicating your time and constant effort becomes a joy, not a burden.

I wish all entrepreneurs to find work they love and to never give up, because every action brings results — maybe not today, but certainly tomorrow.

გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ ვერიკო ბაზალთან – Hippo Velo – თანადამფუძნებელი

პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ. რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე ხართ ახლა? 

ჰიპო ველო 2020 წელს დავაარსეთ მე და ჩემმა პარტნიორმა, ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როცა კოვიდი იყო. საწყის ეტაპზე პატარა ფილიალი და მხოლოდ ველოსიპედების შეკეთება გვქონდა, თუმცა ეტაპობრივად დავიწყეთ განვითარება და დავამატეთ სხვადასხვა პროდუქტი – ნაწილები და აქსესუარები. 

2022 წლის ბოლოს უკვე გავფართოვდით და გავხსენით მეორე შედარებით დიდი ფილიალი დიდ დიღომში, სადაც უფრო მეტი პროდუქტი გვქონდა და დამატებით შევქმენით და ჩავერთეთ სხვადასხვა პროგრამაში – ვაკეთებდით ველოსიპედის შეკეთების მასტერკლასს, ჩავერთეთ ველო გამყოლის პროგრამაში და ვამზადებდით დაინტერესებულ ადამიანებს და ამასთან, პარალელურად დავიწყეთ ბილიკებისა და ტურების კეთება საქართველოს მასშტაბით. 

ახალი ფილიალის მართვა/მენეჯმენტი სტარტაპისთვის საკმაოდ რთულია და ჩვენთვის ერთ-ერთი გამოწვევა იყო, რომელსაც შევეჭიდეთ, მაგრამ იმისთვის რომ შეინარჩუნო ხარისხი, გაიზარდო და არ დაკარგო შენი ნიშა, ხანდახან საჭიროა მიიღო ისეთი მკაცრი გადაწყვეტილება, როგორიცაა ფილიალის დახურვა. 2024 წელს გადავწყვიტეთ ორივე ფილიალი დაგვეხურა და შეგვექმნა ერთი დიდი სივრცე – სადაც მთლიანად გაერთიანდებოდა ძალები და მომხმარებელს შევთავაზებდით მისთის სასურველ მომსახურებას – ველოსიპედის შეკეთება, ნაწილები, აქსესუარები და, რა თქმა უნდა, ტურები. 

კომპანიისთვის ფილიალის დახურვა საკმაოდ სენსიტიურია და სირთულეს წარმოადგენს, არამხოლოდ კომპანიისთის, არამედ მომხმარებლისთვის, თუმცა საქმისადმი სიყვარულს, შრომასა და ენთუზიაზმს შედეგი ყოველთვის მოაქვს. 

დღეს აქტიურად ვართ ჩართული ველო კულტურის განვითარების პროცესებში, გვაქვს ყოველკვირეული ველო ტურები, ვაკეთებთ პოდკასტებს და ვზრუნავთ ველოსიპედისტებზე. ჩვენ სისტემატიურად ვამატებთ ახალ-ახალ პროდუქტებს, რაც მომხმარებელზეა ორიენტირებული. წელს დავიწყეთ ველოსიპედის მართვის შემსწავლელი კურსები და მარტიდან დღემდე უკვე 10-მდე მოსწავლე გადავამზადეს სხვადასხვა ასაკის 7-წლიდან 45 წლამდე, რომელთაც 0-იდან შევასწავლეთ ველოსიპედის მართვა

თქვენი აზრით, რა არის პროფესიული განვითარებისას მოტივაციის შესანარჩუნებლად ყველაზე ეფექტური გზა? 

პროფესიული განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საქმისადმი სიყვარული. დავუშვათ, რომ არ გვაკლია არანაირი შემოსავალი და გვაქვს უსაზღვრო შესაძლებლობა – თუ ისევ იგივე საქმეს გააკეთებდი, რასაც დღეს აკეთებ – ზუსტად ის საქმეა, რაშიც მოტივაციას არასდროს დაკარგავ და მთელ გულსა და სულს ჩადებ. 

მოტივაცია მაშინაა უწყვეტი, როცა არ გაქვს მოლოდინი, რომ ყველა მიიღებს და ეს ქმედება აუცილებლად შედეგს გამოიღებს. ჩვენ საკმაოდ ვიწრო სფეროში ვმუშაობთ, რომელიც საქართელოში განვითარების ეტაპზეა და რთულია მოტივაციის მუდმივი შენარჩუნება, თუ ეს საქმე არ გიყვარს და არ გრძნობ “ველოსიპედისტობას”. 

როცა გაწუხებს, გესმის, ზრუნავ და შეგიძლია ამ სფეროსთვის მოხალისედაც კი იმუშავო – არ გაგიჭირდება მოტივაციის პოვნა და შენარჩუნება.

გვიამბეთ მეტი თქვენი ინიციატივის შესახებ ველოსიპედის სერვის ცენტრის „ჰიპო ველოს“ ჩამოყალიბების მიმართულებით. როგორ დაიბადა კომპანიის შექმნის იდეა და რა არის თქვენი გუნდის უმთავრესი ღირებულება? 

ჰიპო ველოს შექმნის იდეა ჩემი პარტნიორისგან მოდის, რომელიც 2009 წლიდან ჩართულია ველო სფეროში. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ველოსიპედისტებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ 100%-ით გვესმის სხვა ველოსიპედისტების – მათი სიხარული, ემოცია, პრობლემა, მოთხოვნილება და სხვა. ჩვენ ვიცით რა უჭირთ, რა სჭირდება ანდაც რა ახარებთ, შესაბამისად ჩვენი მთავარი ღირებულებაა იყო ველოსიპედისტი, გესმოდეს სხვა ველოსიპედისტების და ზრუნავდე მათზე. ჩვენ არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული, რაც ხელს უწყობს ველოსიპედისტების რაოდენობის ზრდასა და მათ განვითარებას.

როგორ გესახებათ ველო კულტურის სამომავლო განვითარება საქართველოში და რა მნიშვნელოვანი ფაქტორები მოახდენს გავლენას ამ პროცესზე? 

იმისთვის, რომ საქართველოში განვითარდეს ველო კულტურა აუცილებელია სისტემატიური მუშაობა – ცნობიერების ამაღლება, არამხოლოდ ველოსიპედისტებში, არამედ ზოგადად საზოგადოებაში, რათა დაინტერესდნენ და დაინახონ ამ სფეროს პერსპექტივა – ქალაქში ველოსიპედით გადაადგილება, ველო ტურიზმი, ველო სპორტი და ა.შ. ველო კულტურის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია – ინფრასტრუქტურა. არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ მოგვცა მაგალითი, თუ რა გავლენას ახდენს ინფრასტრუქტურა ამ სფეროს განვითარებაში. მოწესრიგებული და ქსელურად შეკრული შესაბამისი ველო გზები, ველოსიპედის საპარკინგე ადგილები, უსაფრთხოების ნორმები და სხვა. ეს ის მინიმუმია, რაც საქართველოს სჭირდება და გასულმა წლებმა უკეთ დაგვანახა, თუ, როგორ შეიცვალა თბილისი, ველო ბილიკებისა და საპარკინგე სივრცეების მოწყობის შემდეგ. დღეს ამ გზებს ძალიან ბევრი ველოსიპედისტი იყენებს, არამხოლოდ სახლი – სამსახურის გზისთვის, არამედ სამუშაოდ (კურიერებისთვის). იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ველო მეგობრული, სჭირდება მეტი მუშაობა და დრო, რომ შეიქმნას უსაფრთხო გარემო ველოსიპედით გადაადგილებისთვის.

და ბოლოს, დავასრულებთ ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით მომავალი თაობის პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმას? 

იყო მეწარმე არის დიდი გამოწვევა, ამ დროს შენ აღარ გაქვს თავისუფალი დრო და მთლიანად ფიქრობ შენი კომპანიის განვითარებაზე. აუცილებელია გიყვარდეს შენი საქმე, სხვა შემთხვევაში ამ კარიერული ნაბიჯის გადადგმას აზრი არ აქვს. 

კომპანიის მართვას სჭირდება იმაზე დიდი დრო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, აუცილებელია თითოეულმა გაიაზროს, რომ დახარჯული დრო შეიძლება პირდაპირ ვერ დაუფასდეს, თუმცა შრომით, ნებისყოფითა და მოქმედებით ყველაფერი იცვლება და დასახულ მიზნებს აუცილებლად მიაღწევ. 

განსაკუთრებული მომენტი კი ისაა, რომ, როცა აკეთებ იმას, რაც მოგწონს და როცა ეს საქმე, სხვა ადამიანებს ეხმარება და სარგებელი მოაქვს, ამ საქმეზე ორიენტირება, დროის ჩადება და მუდმივი მუშაობა ძალიან სასიამოვნო ხდება. 

ვუსურვებ ყველა მეწარმეს, იპოვონ ის საქმე, რომელიც უყვართ და არასდროს დანებდნენ, რადგან თითოეულ ქმედებას, ყოველთვის მოჰყვება შედეგი – შეიძლება არა დღეს, არამედ, აუცილებლად, ხვალ.