Please see the Interview with Lela Gochitashvili – ORSON – Founder and Managing Partner
First of all, please share with us the story of your success so far, including the stages and challenges you’ve gone through, and tell us where you are in your career today?
I am a general practice lawyer holding a master’s academic degree. Although no one in my family was involved in this profession, I knew as early as second grade that I would become a lawyer. When, as children, we filled out friendship journals and answered the question, “What do you want to be when you grow up?”, my answer was always the same: a lawyer.
My professional journey spans 15 years and includes diverse experiences working with both international holdings and local companies across various sectors, including construction, food, agriculture, technology, dentistry, hospitality, and logistics. This diversity and the dynamic work environment often contributed to my growth, although there were certainly challenging periods – especially when I had to quickly grasp the specifics of different industries and accumulate multidisciplinary knowledge.
Today, I am at a stage where my professional experience enables me to be deeply involved not only in legal matters but also in business processes, offering high-level, comprehensive consulting to companies. My current mission is to introduce innovative, modern approaches and deliver effective legal solutions tailored for businesses.
What were the main legal challenges you faced while working with large Italian construction companies, and how do the skills gained from this experience help you today?
Working at Impresa Pizzarotti, one of the largest Italian construction holdings, marked a significant stage in my career. I was involved in multimillion-dollar projects, complex contracts, and extensive regulations and responsibilities. This experience taught me how to navigate large systems, develop team management skills, and understand the importance of international communication. These competencies are particularly valuable today as we provide legal support to foreign clients engaged in business transactions.
Tell us about your work at ORSON Co. What was your initial goal at the time of its founding, and which key value shaped the company’s further development?
In 2018, I founded my own law firm, which initially provided legal services to businesses and individuals in the areas of corporate, labor, intellectual property, contract law, and litigation. In 2023, the firm underwent a rebranding and was relaunched under the name ORSON as a business consulting company offering legal, accounting, tax, and IT services to companies ranging from start-ups to large established businesses.
ORSON is distinguished by its modern approach. We implemented an ERP platform to streamline internal management and client communications. Through this platform, clients can upload their tasks, set deadlines, track progress, and securely access prepared documentation. Internal communications are handled within the platform, and documents are signed electronically, significantly reducing the need for printing. Our platform also includes a constantly updated legal knowledge base, making our services fast, transparent, and user-friendly.
ORSON is an innovation-driven company, actively engaged in improving legal technologies and creating digital legal and financial solutions for the next generation. Our corporate culture is based on high social responsibility, mutual respect, and continuous team development. For instance, every workday begins with a team member sharing a success story of a well-known brand – detailing the challenges they faced, how they overcame them, and how they achieved success. This keeps us inspired and motivated throughout the day.
We draw inspiration from the “Big Four” – PwC, EY, Deloitte, and KPMG – which have established successful operations in Georgia. We believe a strong local consulting brand like ORSON can emerge in Georgia and expand into the international market.
At the heart of ORSON lies a close-knit and loyal team. Our daily work is built on trust and professionalism. We believe that a strong company is first and foremost made up of strong individuals – and it is through this mindset that we support, grow, and take pride in every member of our team.
How do you ensure that your legal support aligns with the specific needs and goals of diverse clients?
Every client has unique needs – some are starting a business, others are planning investments, and many come to us with existing legal challenges. We take an individual approach: we always listen carefully, analyze the client’s goals, and assess potential risks. This enables us to provide legal services that are practical, tailored, and client-centered.
We believe that legal services should not only cater to the local market but also support clients in their global growth. With this vision in mind, we are developing a legal tech platform – Clerix – that will empower small and medium-sized businesses to easily draft contracts, build financial budgets, and register businesses in different countries.
To unlock the global potential of this platform, this spring we were invited to the SelectUSA Investment Summit, where we presented Clerix, initiated collaborations with investors and U.S. legal consultants, and began the process of registering and adapting the platform for the U.S. market. Our goal is to make Clerix a Georgian legal tech brand that provides legal and financial support to businesses on an international scale.
Finally, to wrap things up, what advice would you give to the next generation of aspiring professionals and young people taking the first steps in their career?
Never be afraid of challenges. Professional growth is not a one-day process; it requires patience, honest work, and continuous self-development.
Find a field you are passionate about, and make it your mission to establish your place in it. The journey may seem difficult at first, but the results are absolutely worth the effort.
And one more thing – failure does not exist; every obstacle and mistake is simply a lesson.
Always act ethically, conscientiously, and make thoughtful decisions in your professional life, because that is what both society and your future clients value the most.
გთხოვთ იხილოთ ინტერვიუ ლელა გოჩიტაშვილთან – ORSON – დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი
პირველ რიგში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი წარმატების ისტორია, რა ეტაპებსა და სირთულეებს მოიცავს ეს გზა და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა პროფესიულ ცხოვრებაში?
მე ვარ საერთო სპეციალობის ადვოკატი, მაგისტრის აკადემიური ხარისხით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოჯახში არავინ იყო ამ სფეროს წარმომადგენელი, უკვე მეორე კლასიდან ზუსტად ვიცოდი, რომ ადვოკატი ვიქნებოდი. ბავშვობაში, როცა მეგობრები ერთმანეთს დღიურებს ვუვსებდით, კითხვაზე – „ვინ გინდა გამოხვიდე?“ – ყოველთვის ერთი პასუხი მქონდა: ადვოკატი.
ჩემი პროფესიული გზა 15 წელს მოიცავს და სავსეა მრავალფეროვანი გამოცდილებებით როგორც საერთაშორისო ჰოლდინგებში, ისე ადგილობრივ კომპანიებში მუშაობისას – სამშენებლო, კვების, აგრო, ტექნოლოგიურ, სტომატოლოგიურ, სასტუმრო და ლოჯისტიკის სფეროებში. ეს მრავალფეროვნება და დინამიკური სამუშაო გარემო ხშირად მეხმარებოდა განვითარებაში, თუმცა, რა თქმა უნდა, იყო რთული პერიოდებიც – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვადასხვა სფეროს სპეციფიკის სწრაფად ათვისება და მრავალდარგობრივი ცოდნის დაგროვება მიწევდა.
დღეს კი იმ ეტაპზე ვარ, როდესაც ჩემი პროფესიული გამოცდილება მეხმარება, არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ ბიზნეს პროცესებშიც ვიყო სრულად ჩართული და კომპანიებს კომპლექსურ საკითხებში მაღალი ხარისხის კონსულტაცია გავუწიო. ჩემი მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე არის ინოვაციური, თანამედროვე მიდგომების დანერგვა და ბიზნესისთვის ეფექტური სამართლებრივი გადაწყვეტების შეთავაზება.
რა იყო ის მთავარი სამართლებრივი გამოწვევები, რომლებსაც შეხვდით მსხვილ იტალიურ სამშენებლო კომპანიებთან მუშაობისას და როგორ გეხმარებათ ამ გამოცდილებიდან შეძენილი უნარები დღეს?
მუშაობა ერთ-ერთ ყველაზე დიდ იტალიურ სამშენებლო ჰოლდინგ – Impresa Pizzarotti-ში – იყო განსაკუთრებული ეტაპი ჩემს კარიერაში. საქმე მქონდა მრავალმილიონიან პროექტებთან, რთულ კონტრაქტებთან, უამრავ რეგულაციასა და პასუხისმგებლობასთან. ამ გამოცდილებამ მასწავლა მუშაობა დიდ სისტემებში, გუნდური მართვის კულტურა და საერთაშორისო კომუნიკაციის მნიშვნელობა. ეს უნარები დღეს განსაკუთრებით მადგება მაშინ, როცა ვემსახურებით უცხოურ კლიენტებს და ვუწევთ იურიდიულ მხარდაჭერას ბიზნეს-გარიგებებში.
გვიამბეთ მეტი თქვენი საქმიანობის შესახებ კომპანიაში „ORSON Co”. რა იყო თქვენი თავდაპირველი მიზანი მისი დაარსებისას და რომელმა ძირითადმა ღირებულებამ განსაზღვრა კომპანიის შემდგომი განვითარება?
2018 წელს დავაფუძნე საკუთარი იურიდიული კომპანია, რომელიც აქტიურად უწევდა ბიზნესსა და ფიზიკურ პირებს მომსახურებას სამეწარმეო, შრომის, ინტელექტუალური საკუთრების, სახელშეკრულებო და სასამართლო დავების სფეროებში. 2023 წელს კომპანიამ განიცადა რებრენდინგი და ჩამოყალიბდა ORSON-ის სახელით, როგორც ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია, რომელიც წარმატებით უწევს მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს იურიდიულ, ბუღალტრულ, საგადასახადო და IT მომსახურებას.
ორსონი გამოირჩევა თანამედროვე ხედვებით. ჩვენ სამუშაო პროცესებში დავნერგეთ ERP პლატფორმა, რომელსაც ვიყენებთ როგორც კომპანიის შიდა მართვისთვის, ისე მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის. პლატფორმაზე მომხმარებელი თავად ტვირთავს დავალებას, განსაზღვრავს ვადებს, თვალყურს ადევნებს საქმის მიმდინარეობას და მარტივი და დაცული წვდომა აქვს მისთვის მომზადებულ დოკუმენტაციასთან. ამავე პლატფორმის შიდა კომუნიკატორის მეშვეობით მიმდინარეობს მიმოწერა, ხოლო დოკუმენტებზე ხელმოწერა სრულდება ელექტრონული ფორმით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ქაღალდის ბეჭდვის საჭიროებას. პლატფორმაზე არსებულ ცოდნის ბაზაში მუდმივად ვანახლებთ კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, რაც ჩვენთან მუშაობას კომფორტულს, სწრაფსა და გამჭვირვალეს ხდის.
ორსონი ინოვაციური ხედვების მქონე კომპანიაა, რომელიც აქტიურად მუშაობს იურიდიული ტექნოლოგიების გაუმჯობესებაზე და ახალი თაობისთვის ქმნის ციფრული იურიდიული და ფინანსური მომსახურების გადაწყვეტილებებს.
ჩვენი კორპორატიული კულტურა დაფუძნებულია მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე, ურთიერთპატივისცემასა და გუნდის მუდმივ განვითარებაზე. მაგალითად, ყოველ სამუშაო დღეს ვიწყებთ იმით, რომ გუნდის ერთი წევრი დანარჩენებს უზიარებს სხვადასხვა ცნობილი ბრენდის ისტორიას -როგორ სირთულეებს გადააწყდნენ, როგორ გადალახეს ისინი და როგორ მიაღწიეს წარმატებას, რაც დიდ მოტივაციას გვაძლევს და მთელი სამუშაო დღის განმავლობაში ინსპირაციას გვინარჩუნებს.
ჩვენი ინსპირაციის წყარო არიან საერთაშორისო „დიდ ოთხეულში“ შემავალი კომპანიები – PwC, EY, Deloitte, KPMG, რომლებიც საქართველოში წარმატებით ოპერირებენ. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოშიც ჩამოყალიბდება ძლიერი ადგილობრივი საკონსულტაციო ბრენდი ორსონი, რომელიც შეძლებს საერთაშორისო ბაზარზე წარმატებულ ოპერირებას.
ორსონის მთავარი ღირებულება არის შეკრული და ერთგული გუნდი – სწორედ ამ ურთიერთნდობასა და პროფესიონალიზმზეა აგებული ჩვენი ყოველდღიური მუშაობა. გვჯერა, რომ ძლიერი კომპანია პირველ რიგში ძლიერი ადამიანებისგან იქმნება, და სწორედ ამ მიდგომით ვზრდით, ვუჭერთ მხარს და ვამაყობთ თითოეული გუნდის წევრით.
როგორ უზრუნველყოფთ თქვენი სამართლებრივი მხარდაჭერის შესაბამისობას მრავალფეროვანი კლიენტების სპეციფიკურ მოთხოვნებსა და მიზნებთან?
ყოველი კლიენტის საჭიროება უნიკალურია: ზოგი ბიზნესის დაწყებას გეგმავს, ზოგი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს, ზოგი კი უკვე არსებულ პრობლემასთან გასამკლავებლად მოგვმართავს. ჩვენი მიდგომა ინდივიდუალურია – ყოველთვის ყურადღებით ვისმენთ კლიენტის მოთხოვნას, ვაანალიზებთ მის მიზნებს და ვაფასებთ პოტენციურ რისკებს. სწორედ ეს შესაძლებლობას გვაძლევს, სამართლებრივი მომსახურება იყოს კონკრეტულ კლიენტზე მორგებული, პრაქტიკული და რეალური ღირებულების მატარებელი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი მომსახურება არ იყოს მხოლოდ შიდა ბაზრისთვის მორგებული, არამედ დაეხმაროს კლიენტებს გლობალურად განვითარებაში. სწორედ ამ ხედვით ვქმნით LegalTech პლატფორმას – Clerix-ს, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს საშუალებას მისცემს, მარტივად მოამზადოს კონტრაქტები, შეადგინოს ფინანსური ბიუჯეტი და დაარეგისტრიროს ბიზნესი სხვადასხვა ქვეყანაში.
ამ პლატფორმის გლობალური პოტენციალის გააქტიურების მიზნით, 2025 წელს ვიყავით მიწვეულნი SelectUSA საინვესტიციო სამიტზე, სადაც წარვადგინეთ Clerix, დავიწყეთ ინვესტორებთან და ამერიკულ სამართლებრივ კონსულტანტებთან თანამშრომლობა და უკვე ვმუშაობთ პლატფორმის აშშ-ში რეგისტრაციასა და ამერიკული ბაზრისთვის ადაპტირებაზე. ჩვენი მიზანია, Clerix გახდეს ქართული LegalTech ბრენდი, რომელიც საერთაშორისო დონეზე გაუწევს სამართლებრივ და ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესებს.
და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით იმ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმას?
მთავარია, არასდროს შეგეშინდეთ სირთულეების. პროფესიული განვითარება ერთდღიანი პროცესი არ არის – ის მოითხოვს მოთმინებას, გულწრფელ შრომასა და საკუთარ თავზე მუდმივ მუშაობას.
იპოვეთ ის სფერო, რომელიც გიყვართ, და აუცილებლად ეცადეთ, დაიმკვიდროთ თქვენი ადგილი. შესაძლოა, დასაწყისში ეს რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ შედეგი ნამდვილად ღირს ამ ძალისხმევად.
და კიდევ ერთი – არ არსებობს წარუმატებლობა; ყველა დაბრკოლება და შეცდომა მხოლოდ გაკვეთილია.
იყავით ეთიკური, კეთილსინდისიერი და გააზრებული გადაწყვეტილებების მიმღები თქვენს პროფესიულ ნაბიჯებში, რადგან სწორედ ამას აფასებს ყველაზე მეტად როგორც საზოგადოება, ისე თქვენი მომავალი კლიენტები.
Leave A Comment